ტვირთის გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება
ერთის მხვრივ სს ,,სარფ თრაველ’’ შემდგომში გადაზიდი კომპანია, (ვებ.გვერდი:www.turketidan.ge, ტელ: 0422 300 500, მისამართი: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა N1ა, სართული 2, სადარბაზო ,,ც’’, ბინა NC101) მეორეს მხვრივ მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს სს ,,სარფ თრაველ’’ -ის გადაზიდვის მომსახურებას. და ენიჭება თერტმეტნიშნა მომხმარებლის ნომერი, რომელიც აღირიცხება ტვირთის ჩამოსვლის თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და სს ,,სარფ თრაველ’’-ის მონაცემთა ბაზაში, დებენ ამ შეთანხმებას შემდეგნაირად:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანია თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება, რომელსაც უზრუნველყოფს ექსპედიტორი საკუთარი სახელით და მომხმარებლის ხარჯზე.
1.2. მომხმარებელთა რეგისტრაცია ვებ.გვერდ www.turketidan.ge-ზე უფასო და ნებაყოფლობითია. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ.გვერდზე www.turketidan.ge. მომსახურების პირობები საჯაროა. Turketidan.ge-ს სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მასთან გაცნობის შემდეგ.
2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის გატანა, წონის დამრგვალება და გადახდა.
2.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის (ამანათების) რეალური წონიდან.
2.2. ერთი ნივთის მინიმალური წონა: - მრგვალდება 1 კგ-მდე; 2.3. ერთი მომხმარებლის მიერ გამოწერილი რამოდენიმე ნივთის საერთო წონა ნაკლებია 1 კგ-ზე - მრგვალდება 1 კგ.-მდე. 2.4. სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.turketidan.ge-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 2.5. თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის გატანა, გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში.
2.6. ამანათის სს ,,სარფ თრაველ’’-ის საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც. 2.7. ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს შესაბამისი სამსახური და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს. 2.8. კომპანია „სარფ თრაველი“პასუხისმგებლობას არ იღებს იმ დაზიანებულ ამანათებზე, რომელთა შეფუთვასაც არ აქვს სპეციალური აღმნიშვნელი სტიკერი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნივთის ტრანსპორტირების განსაკუთრებული გაფრთხილება 3. ამანათის გადაფუთვის სერვისი მოცულობის შესამცირებლად. 3.1. ზომის შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის მაქსიმალურად შემცირებას საფოსტო ყუთის დახარისხებისა და გადაკეცვის ხარჯზე. ყველა ის ამანათი, რომელშიც ყუთის ერთ მხარეს შეიძლება დარჩეს 1-2 სმ სიგანე, ჩაითვლება შემცირებულად. 3.1. მოცულობის შემცირების მიზნით სს ,,სარფ თრაველ’’-ი უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება. 3.2. უსაფრთხოების მიზნით არ ხდება საჩუქრის ამანათების ან მალფუჭებადი პროდუქციისა და ელექტრო მოწყობილობების ამანათების ზომის შემცირება. 3.3. კომბინირებული პროდუქტის შემთხვევაში, ამანათების ზომა მაქსიმალურად შემცირდება. კომბინირებულ შემადგენლობაში შედის: ტანსაცმელი + ფეხსაცმელი, ტანსაცმელი + ბიჟუტერია, ფეხსაცმელი + საათები და ა.შ. 3.4. მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს საექსპედიტორო მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
4. საკურიერო მომსახურება. 4.1. გადაზიდვის ღირებულება გამოითვლება ამანათების საერთო წონიდან. გადასახდელი წონა არის 10 ლარი 1 კგ-ზე, 8 ლარი - 10 კგ-ზე მეტი
4.2. ყველა იმ ამანათზე, რომლის ტრანსპორტირების ღირებულება გადახდილი იქნება ამანათის ჩამოსვლის დღემდე და მომხმარებელს მითითებული ექნება „საკურიერო მომსახურება“ კურიერი დაარიგებს მსგავს ამანათებს კვირაში ორჯერ. 4.3. ამანათს მოგიტანენ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე. 4.4. თუ კურიერმა ვერ მოახერხა წინასწარ დაკავშირება თქვენს მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე ამანათს დააბრუნებს ოფისში და მომხმარებელს შეეძლება მისი გატანა ოფისიდან. 4.5. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი). 4.6. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე. 4.7. რაიონებში ამანათები დარიგდება საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს სს ,,სარფ თრაველ’’-ის ოფისებში, ასევე აგენტების მეშვეობით. 4.8 . ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს შეფუთვა და გარეგანი დაზიანების შემთხვევაში მასთან დააფიქსიროს პრეტენზია. 4.9. თუ მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანება არსებობს, ამანათი არ გაიცემა, სანამ დავალიანება არ გადაიფარება. 5. ამანათის გადაცემა მესამე პირზე. 5.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს: მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, აგრეთვე საკუთარ პირადობის დამადასტურებელ საბუთს. 5.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს. 6. ტრანსპორტირება. 6.1. გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე სს ,,სარფ თრაველ’’-ი პასუხს არ აგებს. 6.2. სს ,,სარფ თრაველ’’-ი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას. 7. ამანათის დეკლარირება
6.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) ვებგვერდ www.turketidan.ge-ზე აუცილებელია. 6.2. დეკლარირებული თანხა აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს შეძენილი ნივთის რეალურ ღირებულებას. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ერთხელ შევსებული დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შეუძლებელია. 6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა). 7. განბაჟება
7.1. ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას. 7.2 ჩვენი მომსახურება საფოსტო გადაზიდვის მომსახურებისგან დამოუკიდებელ
მომსახურებას წარმოადგენს, შესაბამისად სადეკლარანტო მომსახურება შეადგენს 20 ლარს 7.3. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საბაჟო გადასახადი ამანათის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ ბანკში. 7.4. მომხმარებლის მიერ განსაბაჟებელი ამანათის მიღების და ფორმა 4-ზე ხელისმოწერის შემდეგ ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს. 8. შეზღუდული პროდუქცია. 8.1. სს,,სარფთრაველ’’ი იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალულიპროდუქციის ტრანსპორტირებაზე. 8.2. თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც სს ,,სარფ თრაველ’’-ს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას. 8.3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააჯარიმებს ,,სარფ თრაველს’’ მომხმარებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ. პროდუქტების არასრული ან არაზუსტი დეკლარაცია), ,,სარფ თრაველი’’ იტოვებს უფლებას აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს. 9. სხვა შეზღუდვები და პირობები
9.1. მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მიერ შეურაცხმყოფელი ენის გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, სხვა გადაზიდვის კომპანიის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეკლამირება, როგორც ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, ჩატით ან პირადად, ასევე კომპანიის Facebook გვერდის და ბლოგის ან იდენტიფიცირებული მოქალაქის მომსახურების დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა და კომპანიის მიერ Facebook- ის ან ბლოგის გვერდებზე გამოქვეყნებული ტექსტის ან კომენტარების გაუქმება და დაბლოკვა. 9.2. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას საექსპედიტორო მომსახურების გაწევაზე იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიებს, იქნება ეს დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მმართველი პერსონალი. 9.3. www.turketidan.ge-ზე განთავსებული ყველა ინფორმაცია და პირობები, მათ შორის ტექსტური მასალა FAQ–დან და მომსახურების პირობები, ნამდვილია და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება ხელშეკრულებად კომპანიასა და მომხმარებელს შორის. ამ პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან და კომპანიის ვებ.გვერდზე შესაბამის "ვეთანხმები" ღილაკის მონიშვნიდან.
9.4. ,,სარფ თრაველი’’ არ არის პასუხისმგებელი ამანათების თურქეთიდან საქართველოში მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი შეცდომას უშვებს პროდუქტის გამოწერისას და არასრულყოფილად ან არასწორად მიუთითებს თურქეთის მისამართს. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ მისამართის შეცვლა და იგი უნდა იყოს დაწერილი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ისევე როგორც რეგისტრაციის დროს მიღებულ ელ.ფოსტაში. 9.5. ,,სარფ თრაველი’’ იტოვებს უფლებას ჩაიწეროს და დაიმახსოვროს მომხმარებლებთან ურთიერთობა ყველა სახის ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო ან ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, ჩატით ან სატელეფონო ზარებით, Facebook– ით ან ბლოგის კომენტარებით, რომლებიც კომპანიას შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებების დასაცავად. დავის შემთხვევაში. 9.6. მომხმარებელი ადასტურესა, რომ ამანათის მისაღებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, საბანკო ქვითარი) აუთენტურია და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. 9.7. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. ,,სარფ თრაველის’’ მიერ და არ გადასცემს მომხმარებლის ინფორმაციას მესამე პირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
9.8. კომპანია ,,სარფ თრაველი’’ იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების პირობები ან შეწყვიტოს მომსახურება მომხმარებელთან მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე.
9.9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარდა, მომხმარებლისა და ტვირთის ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ჩაითვლება. მადლობთ თანამშრომლობისთვის.