საბაჟო წესები და პროცედურები
საბაჟო წესები და პროცედურები
განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობის მომსახურეობა ჩვენი კლიენტებისთვის შეადგენს 20 ლარს.
რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?
საქართველოს კანომდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანეთები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება 300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.
მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვა www.turketidan.ge-დან თქვენს მიერს გამოწერილი 2 ამანათი 200 ლარის და 101 ლარის ღირებულებით, დაექვემდებარება განბაჟებას.
როგორია განბაჟების პროცედურა?
განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს.
განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.
რა დოკუმენტაცია საჭირო ამანათის განსაბაჟებლად?
იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება.
რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს?
ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
თუ დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანომდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავები.
რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე?
იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ საერთოდ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის.
რამდენია განბაჟების გადასახადი?
საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.
როგორია დეკლარანტების სამუშაო საათები?
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 20:00
შაბათი: 10:00 - 16:00
კვირა: არასამუშაო დღე
* გაითვალისწინეთ:
(1) შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.